ყველაზე მეტჯერ გოლის შექმნაში სწორედ ეს მეკარე ჩაერთო | ალისონი მეორეზეა » სპორტის ხაზი

ყველაზე მეტჯერ გოლის შექმნაში სწორედ ეს მეკარე ჩაერთო | ალისონი მეორეზეა

ყველაზე მეტჯერ გოლის შექმნაში სწორედ ეს მეკარე ჩაერთო | ალისონი მეორეზეა
17-10-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Squawka Football წერს, "პრემიერ ლიგის" ისტორიაში ალისონ ბეკერი მეორე მეკარეა, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მიიღო გოლის შექმნაში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაში, სადაც "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა, მოჰამედ სალაჰს საგოლე პასი ალისონ ბეკერმა გაუკეთა.

ბრაზილიელ მეკარეს ინგლისის ჩემპიონატში 1 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა (სამივე პასი მოჰამედ სალაჰზე), თუმცა ამ ბრწყინვალე მაჩვენებლითაც კი, ალისონი პირველ ადგილს მაინც ვერ იკავებს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პირველ ადგილზე "ტოტენჰემისა" და "ბლექბერნის" ყოფილი მეკარე პოლ რობინსონია, რომელსაც 1 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი