იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-9 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლეჩეს უმასპინძლებს და პირველი ადგილის კიდევ უფრო გამყარებას შეეცდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ გადაწყვიტა, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერესი პირველად დააყენოს, რომელიც პოლიტანოსა და კვარაცხელიას წყვილიდან ერთ-ერთს შეცვლის.
იტალიელების მტკიცებით, კონტე სასტარტოდან იმ შემტევს ამოაგდებს, რომელიც გადაღლილის შთაბეჭდილებას უფრო მეტად დატოვებს. ვარაუდობენ, რომ კონტე სწორედ ქართველს შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 8 ტურის შემდეგ 19 ქულით პირველ ადგილზეა, კვარაცხელიას კი 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.