კბილები გამოაჩინა - რა თქვა კონტემ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

კბილები გამოაჩინა - რა თქვა კონტემ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე

კბილები გამოაჩინა - რა თქვა კონტემ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე
გუშინ, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-8 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი კვარაცხელიამ გაიტანა, მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ საკმაოდ პრაგმატული და მკაცრი კომენტარი გააკეთა.

რას ვიტყვი კვარაცხელიაზე? - პირველ ტაიმში კარგად საერთოდ არავის არ უთამაშია, მათ შორის არც ხვიჩასაც. ნუ ვითამაშებთ პრივინციელებივით. აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზურგს უკან შემცვლელი ჰყავს და თუ კარგად ვერ ითამაშებს, მაშინ სხვა მის შეცვლას დანამდვილებით შეძლებს.

- თქვა კონტემ.

კონტემ არც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა ხვიჩასთვის სასიამოვნო კომენტარი. იტალიელი ამბობდა, რომ დავიდ ნერესის პროგრესმა საფიქრალი გაუჩინა და ჯერაც ვერ გადაუწყვეტია თუ ვის ანდოს მომავალ მატჩებში სასტარტოში ადგილი, ბრაზილიელს თუ ქართველს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი