იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში ნაპოლი სტუმრად ემპოლის დაუპირისპირდა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დაამარცხა.
ორივე ქართველმა საბა გოგლიჩიძემ (ემპოლი) და ხვიცა კვარაცხელიამ (ნაპოლი) შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს და მოედანზე 78 წუთი გაატარეს.
მიუხედავად გატანილი გოლისა, ხვიჩამ საკუთარი გუნდის შემადგენლობაში Sofascore-ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი 6.7 ქულა დაიმსახურა. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ახალგაზრდა მცველმა 6.8 სარეიტინგო ქულა მიიღო.