პრეზიდენტის ამ კომენტარს არავინ ელოდა - ნაპოლიმ ხვიჩას გაშვება გადაწყვიტა? » სპორტის ხაზი

პრეზიდენტის ამ კომენტარს არავინ ელოდა - ნაპოლიმ ხვიჩას გაშვება გადაწყვიტა?

პრეზიდენტის ამ კომენტარს არავინ ელოდა - ნაპოლიმ ხვიჩას გაშვება გადაწყვიტა?
გუშინ, 19:22
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სერია A-ში მორიგი შეხვედრა მოიგო, ქართველმა კი მიმდინარე სეზონში რიგით მე-4 გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას დათმობასთან დაკავშირებით კომენტარი აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.

მეკითხებით რა მოხდება თუ კვარაცხელია ჩვენგან წავა? - მას ისევე ჩავანაცვლებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ნაპოლიდან ძლიერი ფეხბურთელები აქამდეც წასულან, თუმცა მათი შეცვლა შევძელით. ახლა მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელების გარემოცვამ კლუბს პატივი ისევე სცენ, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას მათ მიმართ.

- თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაშვებაზე აქამდე ასეთი კომენტარი არ გაუკეთებია და იმას, რომ არც კონტეა ბოლო პერიოდში ქართველის მიმართ ლმობიერი, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ხვიჩამ ნაპოლის დატოვებისკენ რეალური ნაბიჯი გადადგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი