როგორც იწერება, ფშავში, ჭიკაიძეების ოჯახი, ოთხი ბავშვით გასულ ახალ წელს ძალიან მძიმედ, ცელოფნის ქოხში შეხვდა.
იმისთვის, რომ ამ ოჯახს სახლი და უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, ხალხის მხარდაჭერით 19 ათასი ლარი შეგროვდა, მოგროვილი თანხა კი ჭიკაიძეებს გადაეცათ.
მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე სიკეთის კეთებით ყოველთვის გამოირჩეოდა და გამონაკლისი არც ეს მომენტია. მან ჭიკაიძეების ოჯახს 9000 ლარზე მეტი გადაურიცხა!