იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-8 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართველმა მცველმა მატჩის შემდეგ უკეთესი პრესა დაიმსახურა.
თანამემამულე კვარაცხელიასთან მშვენიერი დაპირისპირება გამოუვიდა. როდესაც გოგლიჩიძე ხვიჩასთან ერთი ერთზე რჩებოდა, მის წინააღმდეგ თამაშისას ფეხის კანკალი არ ეწყებოდა. საბამ მწვრთნელის დავალებას თავი კარგად გაართვა და შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია შეზღუდა კიდეც. ქართველი მცველი მთელი თამაში დიდი კონცენტრაციით თამაშობდა და საკუთარ ზონაში საფრთხეს ნაკლებად უშვებდა.
- წერენ იტალიურ მედიაში.
ცნობისთვის, საბოლოო შეფასების სახით საბა გოგლიჩიძემ 6.8 სარეიტინგო ქულა მიიღო, კვარაცხელიას კი 6.7 დაუწერეს.