"ამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა ნაპოლიში სინამდვილეში" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა ნაპოლიში სინამდვილეში" - იტალიური მედია

"ამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა ნაპოლიში სინამდვილეში" - იტალიური მედია
გუშინ, 21:43
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას საკონტრაქტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საუბარი არ წყდება. იტალიური მედია კვარას ნაპოლისთან გასაახლებელ კონტრაქტს აქტიურად განიხილავს.

La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, აქამდე ხვიჩა კვარაცხელიას წლიურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მედიაში არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული.

როგორც ისინი წერენ, კვარა არა 1.7, არამედ 1.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, უბრალოდ გადასახადების გადახდიდან გამომდინარე მისი შემოსავალი 1.2 მილიონ ევრომდე ქვეითდება.

ახალი კონტრაქტით ხვიჩას წლიური ხელფასის 5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობენ, როცა ქართველის გარემოცვა მინიმუმ 8 მილიონს ითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი