ტურინის 'იუვენტუსისთვის' მომდევნო სეზონში პრიორიტეტი ახალი მეკარის მოყვანაა. გუნდი ამაზე მუშაობს და რამდენიმე ვარიანტსაც აქტიურად განიხილავს. იტალიურ გრანდს აქამდე ყველაზე ხშირად ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს უკავშირებნენ, თუმცა როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა GAZZETTA DELLO SPORT-ი წერს 'ბებერი ქალბატონის' ნომერ პირველი სამიზნე გულიელმო ვიკარიოა.
ვიკარიო 'ემპოლის' ძირითადი მეკარეა და ამ სეზონში საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება. GAZZETTA DELLO SPORT - ის ინფორმაციით 'იუვენტუსი' მოცდას არ აპირებს და ისინი ვიკარიოს ტრანსფერზე მუშაობას იანვარში აპირებენ. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე არაფერი იწერება.