ამაზე აზრი ორად გაიყოფა - რა თქვა ინგლისის ყოფილმა მეკარემ მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

ამაზე აზრი ორად გაიყოფა - რა თქვა ინგლისის ყოფილმა მეკარემ მამარდაშვილზე

ამაზე აზრი ორად გაიყოფა - რა თქვა ინგლისის ყოფილმა მეკარემ მამარდაშვილზე
გუშინ, 18:29
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა თქვა, რომ ლივერპულში მამარდაშვილის მისვლიდან ალისონ ბეკერი უმალვე არ უნდა გაუშვან, რასაც თავისი მიზეზი გააჩნია.

რობინსონი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი მეკარის დარჩენა საქმეს ქართველისთვისაც გააადვილებს, რადგან გიორგის ახალ კლუბში დასამკვიდრებლად საკმარისი დრო მიეცემა.

გიორგი მამარდაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ ლივერპულის პირველი მეკარე თავად გახდეს. მიუხედავად ამისა, მას საამისოდ ერთი სეზონი მაინც დასჭირდება, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ ალისონი არსად არ უნდა გაუშვას.

ალისონს მამარდაშვილისთვის მენტორობის გაწევა არ მოუწევს. საჭირო იქნება, რომ ქართველს ახალი გამოწვევების ასათვისებლად დრო მიეცეს. მაგალითად, ათამაშონ ის შიდა და ევროთასებზე, რათა ლივერპულის პირველ მეკარეობას ბოლომდე შეეგუოს.

- თქვა პოლ რობინსონმა.

თავად ქართველი მეკარის განცხადებით, ალისონი კლუბში დარჩება თუ არა, გიორგი პირველი ნომრის მოსაპოვებლად მაინც შეუპოვარ ბრძოლას აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი