ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე: "მამარდაშვილი გასაოცარი ტალანტია" » სპორტის ხაზი

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე: "მამარდაშვილი გასაოცარი ტალანტია"

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე: "მამარდაშვილი გასაოცარი ტალანტია"
15-08-2024, 19:08
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ტოტენჰემის ყოფილმა მეკარემ.

პოლ რობინსონმა ცხადად აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გასაოცარი ტალანტია და მისი სათამაშო პროფილი თანამედროვეობის მოთხოვნებს ბოლომდე შეესაბამება.

გიორგი მამარდაშვილი ზუსტად ისეთია, როგორიც თანამედროვე მეკარე უნდა იყოს. ის არის მოქნილი, დაბალ დარტყმულებს შესანიშნავად იღებს და ფეხითაც კარგად თამაშობს.

ეს ბიჭი საოცარი ტალანტია. მამარდაშვილი მხოლოდ 23 წლისაა და გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მეკარე იყო. ქართველი კიდევ უფრო კარგი გახდება, ევროპაზე კი ყველამ ვნახეთ თუ რა შეუძლია მას სინამდვილეში.

- თქვა რობინსონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი