მამარდაშვილი: "მატჩის MVP-ს წოდებას არ ვიმსახურებდი" » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი: "მატჩის MVP-ს წოდებას არ ვიმსახურებდი"

მამარდაშვილი: "მატჩის MVP-ს წოდებას არ ვიმსახურებდი"
30-10-2023, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-11 ტურში "ვალენსია" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და ფრედ, 2-2 ეთამაშა.

გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე 5 სეივი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება იყო, თუმცა თავად ქართველი კიპერი თავის პერფორმანსს უარყოფითად აფასებს.

შეხვედრის შემდეგ გიორგიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ. მატჩის MVP არ უნდა გავხმდარიყავი, ბოლო გოლის გამო გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, მატჩის მიწურულს გაშვებული გოლი კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია.

ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც დრეს ყოფილა. კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლოში ცოტა ძალა და კონცენტრაცია დაგვაკლდა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი