ფრანჩესკო კალცონამ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და მისთვის ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა:
"ბუნებამ კვარაცხელიას მისცა გამორჩეული საფეხბურთო უნარები, თუმცა მასთან ხშირი კომუნიკაციისას ვეუბნები, რომ ფეხბურთი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შესანიშნავია და ეს ნამდვილად შეუძლია, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ თავის საფეხბურთო თვისებებს კიდევ უფრო დახვეწს და გააუმჯობესებს".- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.