ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ "LaGazzetta Dello Sport Georgia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთ მომენტში მას ჰკითხეს, თუ რამდენად მოერგებოდა ხვიჩა კვარაცხელია "მანჩესტერ სიტის", ვინაიდან და რადგანაც, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება "ბარსელონას" გარდა პეპ გვარდიოლასაც სურს, რაზეც მან ასე უპასუხა.
"ვარაცხელია მანჩესტერ სიტიში? - ამ გუნდს დააკვდება. გვარდიოლასთან ამ გუნდში ძალიან მაგრად ითამაშებს. მას ამის ყველანაირი მონაცემები აქვს.
გვარდიოლას კი საინტერესო თვისება აქვს - თავის ყველა ფეხბურთს ბოლომდე წურავს და ცდილობს მათგან მაქსიმუმი მოიპოვოს", - აცხადებს გიორგი.
აქვე გთავაზობთ ქინქლაძის სრული ინტერვიუს ჩანაწერს.