"ხვიჩა მხოლოდ ამაზე ფიქრობს" - ბადრი კვარაცხელია შვილის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მხოლოდ ამაზე ფიქრობს" - ბადრი კვარაცხელია შვილის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

"ხვიჩა მხოლოდ ამაზე ფიქრობს" - ბადრი კვარაცხელია შვილის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს
25-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, მედიასთან 21 წლის შემტევის სამომავალო გეგმებზე და შვილის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა.

"ხვიჩა პრემიერ-ლიგაში გადასვლაზე ან კონტრაქტის განახლებაზე ფოკუსირებული არაა. ჭორების მიუხედავად, ნაპოლისა და მანჩესტერ სიტის შორის არაფერი ხდება. ის 100 %-ით ნაპოლიზეა კონცენტრირებული" - თქვა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.

ამ ჭორებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხვიჩა კლუბს არ შეიცვლის და პარტენოპეიც მის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება.

"დიახ კვარაცხელია სიტის დაუკავშირეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მას კლუბი იანვარში არ გაყიდის. მეტსაც გეტყვით - ნაპოლი ხვიჩას ზაფხულშიც არ გაყიდის. მათ კვარაცხელიას შენარჩუნება სურთ და ამისთვის იბრძოლებენ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი