ხვიჩა კვარაცხელია "მანჩესტერ სიტიში" | ინგლისელებს ქინქლაძის იმედი აქვთ » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია "მანჩესტერ სიტიში" | ინგლისელებს ქინქლაძის იმედი აქვთ

ხვიჩა კვარაცხელია "მანჩესტერ სიტიში" | ინგლისელებს ქინქლაძის იმედი აქვთ
23-10-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ფეხბურთის სამი გრანდი აკვირდება, ესენია: მადრიდის "რეალი", "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი". როგორც ბრიტანული The Sun წერს, ინგლისელებს ქართველის გადაბირებაში მათი კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის იმედი აქვთ:

"ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში წარმატებულად თამაშს განაგრძობს. ქართველ შემტევს ახალ ქვეყანაში გადასვლის შემდეგ, გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაუგროვდა. სწორედ მისი პროდუქტიული თამაშის გამო, მანჩესტერ სიტი ქართველის შეძენით დაინტერესდა და ქალაქელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის გაჩარხვაში მნიშვნელოვან როლს გიორგი ქინქლაძე ითამაშებს, რომელიც მანჩესტერ სიტიში 90-იან წლებში ასპარეზობდა და კლუბის საკულტო ფიგურადაც ითვლება."

"კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, პარტენოპეის ხელმძღვანელობა კი ქართველს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ხვიჩა ჯერჯერობით აჩქარებას არ აპირებს, რადგან მას სურს, რომ ყველაფერი თანაბრად აწონოს. სწორედ ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ელიან მანჩესტერელები ქინქის (როგორც მას მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებმა შეარქვეს) დახმარებას, ვინც ფიქრობს, რომ კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში სათამაშოდ და გასაბრწყინებლად ყველა საჭირო თვისება გააჩნია." - წერს ბრიტანული გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი