რამდენია "პსჟ-ის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი? - განახლებული შედეგები » სპორტის ხაზი

რამდენია "პსჟ-ის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი? - განახლებული შედეგები

რამდენია "პსჟ-ის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი?  - განახლებული შედეგები
გუშინ, 19:11
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ფაზის დასრულების შემდეგ, Football Meets Data-მ გამოაქვეყნა კლუბების განახლებული შანსები ტიტულის მოგებასთან დაკავშირებით.

ფავორიტთა სათავეში მადრიდის "რეალი" იმყოფება, რომლის გამარჯვების ალბათობა 18%-ითაა შეფასებული.

ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენს" 70%-იანი შანსი აქვს, გადალახოს "ასტონ ვილა" და ნახევარფინალში გადავიდეს, ხოლო 16%-იანი ალბათობაა, რომ პარიზულმა გუნდმა საბოლოოდ ტურნირი მოიგოს.

ჩემპიონობის ყველაზე მაღალი შანსების მქონე გუნდებია:

"რეალი" - 18%
"ბარსელონა" - 17%
"ინტერი" - 17%
"პსჟ" - 16%
"არსენალი" - 16%
"ბაიერნი" - 11%
"ასტონ ვილა" - 3%
"დორტმუნდი" - 3%

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი თამაშები 8-9 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები 15-16 აპრილსაა დაგეგმილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი