როგორც FootballNews24 წერს, მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება და შესაძლოა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდმა გადამწყვეტი ნაბიჯი სეზონის დასრულების შემდეგ გადადგას.
"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მაისურით 14 თამაშში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და გასაკვირი არ არის, რომ მადრიდის რეალთან ერთად კვარაცხელიას ისეთი გიგანტი აკვირდება, როგორიც ლივერპულია და შესაძლოა, რომ მათ სატრანსფერო შეთავაზება ზაფხულის პერიოდში მოამზადონ. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია მსოფლიოში და კარლო ანჩელოტის გუნდს ნამდვილად გამოადგებოდა", - წერს GOAL.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "ნაპოლი" - "ბოლონია", სადაც მასპინძლებმა 3:2 დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლის წინ, ვიქტორ ოსიმენს საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.