ეს მამარდაშვილის მთავარი მოტივაციაა - Marca » სპორტის ხაზი

ეს მამარდაშვილის მთავარი მოტივაციაა - Marca

ეს მამარდაშვილის მთავარი მოტივაციაა - Marca
27-10-2023, 13:39
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 3 მშრალად შენახული კარი მოუგროვდა, ერთ-ერთი მათგანი კი უკანასკნელ ტურში "კადისთან" 2-0 მოგებული შეხვედრა იყო.

მადრიდული გამოცემა მარკა წერს, რომ მიმდინარე სეზონში გიორგისთვის მშრალი კარი მთავარი მოტივაციაა:

"უბრალოდ დააკვირდით გიორგის რეაქციას ყოველი მშრალად შენახული მატჩის შემდეგ. ის ინგლისურად ამბობს Clean Sheet-ს, რაც "სუფთა ფურცელს", საფეხბურთო ტერმინოლოგიით კი მშრალად შენახულ კარს აღნიშნავს.

ეს "ვალენსიას" ქართველი მეკარისთვის მთავარი გამოწვევა და მოტივაციაა - გუნდური წარმატება, რომელიც თავის პატარა ინდივიდუალურ წარმატებებზეა აგებული. 23 წლის მეკარე "ვალენსიას" ერთ-ერთი მთავარი ბურჯია - "კადისთან", როდესაც მატჩში ჩართვა მოუხდა, 3 რთული სეივი აუღელვებლად გააკეთა",
- წერს მარკა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი