უარი 5 და 10 მილიონიან შემოთავაზებებზე - რომელი კლუბების ტრანსფერები დაბლოკა შახტარმა აზაროვზე » სპორტის ხაზი

უარი 5 და 10 მილიონიან შემოთავაზებებზე - რომელი კლუბების ტრანსფერები დაბლოკა შახტარმა აზაროვზე

უარი 5 და 10 მილიონიან შემოთავაზებებზე - რომელი კლუბების ტრანსფერები დაბლოკა შახტარმა აზაროვზე
26-07-2024, 22:21
Aa Aa
გაზიარება:

ირაკლი აზაროვი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დონეცკის შახტარს არ დატოვებს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი აზაროვის წარმომადგენლებს და დონეცკის შახტარის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინელებმა ფეხბურთელის მხარეს უთხრეს, რომ ყველა შეთავაზებას დაბლოკავდნენ.

შახტარი ირაკლი აზაროვზე იმედებს ამყარებს და მას ახალ სეზონშიც სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელ წევრად განიხილავს.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, შახტარმა მიმდინარე წლის ზაფხულში ირაკლი აზაროვზე 2 შეთავაზება დაბლოკა: სელტიკის 5 მილიონიანი, ხოლო იტალიური კლუბის 10 მილიონიანი!

შახტარმა ირაკლი აზაროვი 2023 წლის ზაფხულში 3 მილიონად იყიდა. 22 წლის მცველს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს
", - წერს Geo Team.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი