შეთავაზება ცრვენა ზვეზდას - დონეცკის შახტარს ირაკლი აზაროვის ყიდვა სურს » სპორტის ხაზი

შეთავაზება ცრვენა ზვეზდას - დონეცკის შახტარს ირაკლი აზაროვის ყიდვა სურს

შეთავაზება ცრვენა ზვეზდას - დონეცკის შახტარს ირაკლი აზაროვის ყიდვა სურს
28-06-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალში კვალიფიცირდა.

ცხადია, ამ შედეგის მიღწევაში თითოეულმა ქართველმა მოთამაშემ უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ შორის ცრვენა ზვეზდას განაპირა მცველმა, ირაკლი აზაროვმა, რომელმაც თავისი თამაშით დონეცკის შახტარი მოხიბლა:

"დონეცკის შახტარმა ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე ცრვენა ზვეზდას მიმართა. სერბები პასუხის გაცემას არ ჩქარობენ", - იწერება ქართულ მედიაში

შეგახსენებთ, რომ დონეცკის შახტარში ერთი ქართველი უკვე თამაშობს, ის გიორგი გოჩოლეიშვილია, რომელმაც ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპი ასევე ბრწყინვალედ ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი