"იანვარში ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა მოუწევს, რადგან.." - ესპანური მედია ქართველი მეკარის მომავალზე » სპორტის ხაზი

"იანვარში ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა მოუწევს, რადგან.." - ესპანური მედია ქართველი მეკარის მომავალზე

"იანვარში ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა მოუწევს, რადგან.." - ესპანური მედია ქართველი მეკარის მომავალზე
11-09-2023, 19:23
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა TDFichajes-ის ინფორმაციით, ვალენსიას მმართველი ორგანიზაცია Meriton Group პიტერ ლიმანთან ერთად, რომელიც ამ კომპანიის ერთ-ერთი უფროსია, მნიშვენლოვანი გაყიდვების განხორციელებას გეგმავს, რათა გუნდის შემოსავლები გაზარდოს.

ვალენსიას მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ქართველი მეკარე ამ ზაფხულს არ გაუყიდია - წყარო კი ირწმუნება, რომ ეს იანვარში მოხდება და მამარდაშვილი კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს.

ცნობისთვის, გიორგი დამატებით არაერთი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, ბოლოს კი ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი აქტიურობდა, რომელიც 22 წლის მეკარეს ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი