"ყველა განულდით ხალხის თვალში" - გულშემატკივრები ფეხბურთელთა დუმილს აპროტესტებენ » სპორტის ხაზი

"ყველა განულდით ხალხის თვალში" - გულშემატკივრები ფეხბურთელთა დუმილს აპროტესტებენ

"ყველა განულდით ხალხის თვალში" - გულშემატკივრები ფეხბურთელთა დუმილს აპროტესტებენ
2-05-2024, 17:06
Aa Aa
გაზიარება:

ქართული მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროტესტი გრძელდება. პარლამენტის შენობის წინ უამრავი ადამიანი იკრიბება და ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრად აპროტესტებს.

ამასთან დაკავშირებით ქართული სპორტის გულშემატკივარი კომენტარს ქართველი სპორტსმენებისგან ელის. მაგალითად, კანონის წინააღმდეგ პოსტები ქართველმა მორაგბეებმა გამოაქვეყნეს, ეს მხარდაჭერა კი მოქალაქეებმა დადებითად შეაფასეს. მიუხედავად ამისა, თითქმის არ ყოფილა ფეხბურთელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მხარი საჯაროდ დაუჭირა, რის გამოც ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთელებს მწვავედ აკრიტიკებენ.

"ყველა ქართველი ფეხბურთელი განულდით ქართველი ხალხის თვალში"

"გვკიდია და არანაირი კარიერული წინსვლა არ გვაინტერესებს არცერთი ფეხბურთელის თუ ქვეყანას არ და ვერ გამოადგებიან როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ"

"ხმას სანამ არ ამოიღებენ ყველა ამათი გატანილი გოლი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც ის "მადლობები" გვერდში დგიმისთვის რომ გვიხდიდნენ"

"თასი კი არა, ხმა ამოიღეთ ბიჭო"

"აღარც ჩამოვალ საგულშემატკივროდ! ოჯახით გადავდეთ ყველა საჭიროება, დასვენება ყველაფერი გვერდზე გადავწიეთ და 10000 გვიჯდება თქვენს გვერდში დგომა, რაც მოკვდავისთვის მარტივად საშოვნელი არ არის და თქვენ კი ….. ეჰ"

"თქვე ქვეყნის გამყიდველო რუსის მონებო. 30 მილიონს დაგპირდნენ და ჩაიგდეთ ხმა?"


"ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ვერ და არ ვპატიობთ ქართველი ერი არავის ღალატს და სწორ მხარეს არ დგომას, როგორც შეგვიძლია გაგაღმერთოთ, იგივენაირად შეგვიძლია მიწაზე დაგანარცხოთ. გვიანია აწი ყველაფერი შენ გენაცვალე. ბურთი აგორე და ტაშს ჩვენგან ნუ ელოდები"

"ეს ხალხი გიმღეროდათ 90 წუთის განმავლობაში საბერძნეთთან და ლუქსემბურგთან. ეს ხალხი გედგათ გვერდში ესპანეთთან და ბოლო წამამდე ვინც არ დავტოვეთ სტადიონი, რომ დამარცხებულები გაგვემხნევებინეთ, ეგ ხალხი ვართ. და რას ვითხოვთ თქვენგან? ჩვენ გვჭირდება ახლა თქვენი გვერდში დგომა. მხოლოდ სიტყვით! არავინ გთხოვთ აქციაზე მოსვლას. დააფიქსირეთ მკაფიოდ. ნუ გააფუჭებთ ამხელა სიყვარულს, რაც ამდენ ადამიანს თქვენს მიმართ აკავშირებს. ამოიღეთ ხმა!!! ბავშვები თავს სწირავენ ქვეყნის მომავალს და თქვენი უბრალოდ სიტყვიერი გვერდში დგომა უზარმაზარი ძალა იქნება ამ ადამინებისთვის. არ დაგავიწყდეთ, ამ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა ხვიჩას თანატოლი ან უფრო პატარაა. ხმა ამოიღეთ! გვიყვარხართ!"
, - წერენ ქართველი გულშემატკივრები Geo Team-ის პოსტის კომენტარებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი