კახა კალაძე: "თამაში ყველაზე მეტად მის წინააღმდეგ მიჭირდა" » სპორტის ხაზი

კახა კალაძე: "თამაში ყველაზე მეტად მის წინააღმდეგ მიჭირდა"

კახა კალაძე: "თამაში ყველაზე მეტად მის წინააღმდეგ მიჭირდა"
16-05-2024, 19:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ დაასახელა ფეხბურთელები, ვისთანაც მას ყველაზე მეტად უჭირდა.

"ყველაზე რთულად გასამკლავებელი ფორვარდი? - ცხადია, აქ დელპიეროს ვიტყვი, რადგან მას შეეძლო, რომ ნებისმიერ მომენტში, არსაიდან ბრწყინვალე ცრუ მოძრაობა გაეკეთებინა და მეტოქე გაებითურებინა"

"თუმცა მალევე სერია A-ში შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა და ყველა მცველს საქმე ძალიან გაურთულა, ის ძალიან შემაწუხებელი იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო და ის ძალიან მაღიზიანებდა"
, - ამბობს კალაძე.

კახა კალაძეს სერია A-ში მილანთან ერთად ჯენოაშიც უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი