როგორც ესპანურ და ბრიტანულ მედიაში იწერება, ნიუკასლ იუნაიტედი ახალი სეზონიდან ძლიერი მეკარის დამატებას სერიოზულად განიხილავს.
ნიკ პოუპის ტრავმიანობის გათვალისწინებით, მათ ახლა ორი გამოკვეთილი ვარიანტი აქვთ, ესენი აარონ რამსდეილი და გიორგი მამარდაშვილი არიან.
იწერება, რომ ნიუკასლის ბორდის ფავორიტი სწორედ ქართველი მეკარეა, თუმცა ამას გუნდის დამრიგებელი, ედი ჰაუ ეწინააღმდეგება, რომელსაც გიორგის აარონ რამსდეილი ურჩევნია.
რამსდეილმა არსენალში რაიას მისვლით ადგილი დაკარგა, ედი ჰაუს კი ამის სათავისოდ გამოყენება სურს.