გზა გამოიკვეთა | გიორგი მამარდაშვილი ნიუკასლ იუნაიტედს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

გზა გამოიკვეთა | გიორგი მამარდაშვილი ნიუკასლ იუნაიტედს დაუკავშირეს

გზა გამოიკვეთა | გიორგი მამარდაშვილი ნიუკასლ იუნაიტედს დაუკავშირეს
21-12-2023, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილის უკეთეს გუნდში ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერება. ამჯერად საქმეში პრემიერ ლიგის ბინადარი ნიუკასლ იუნაიტედი ჩაერთო, რომელიც ტრავმირებული ნიკ პოუპის ღირსეულ შემცვლელს აქტიურად ეძებს.

როგორც "კაჭკაჭებთან" დაახლოებულმა ვებგვერდმა, კერძოდ nufcblog-მა დაწერა, ინგლისელებს მამარდაშვილის ტრანსფერი ძალიან მოსწონთ, რომელიც სანდოობით აღემატება როგორც დუბრავკას, ასევე კარიუსსა და დანარჩენებს:

"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ პოუპს მარცხენა ხელზე ოპერაცია ესაჭიროება, კლუბს კი ახალი მეკარე, რადგან დუბრავკას წლები ემატება, კარიუსი კი სანდო არასდროს ყოფილა."

"ერთ-ერთი კარგი ვარიანტი გიორგი მამარდაშვილია, რომელზეც ნიუკასლი დიდ ფსონს უნდა ჩამოვიდეს. მას ნამდვილად შეუძლია, რომ პოუპის კარგი ჩამნაცვლებელი გახდეს"
, - წერს ინგლისური ვებგვერდი

ცნობისთვის, უკვე კარგა ხანია იწერება იმის შესახებ, რომ ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ფინანსური კრიზისის შემსუბუქება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ საით აიღებს გეზს ქართველი მეკარე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი