კონტრაქტის გაწყვეტის ზღვარზე - იუვენტუსიდან ალეგრის აგდებენ? » სპორტის ხაზი

კონტრაქტის გაწყვეტის ზღვარზე - იუვენტუსიდან ალეგრის აგდებენ?

კონტრაქტის გაწყვეტის ზღვარზე - იუვენტუსიდან ალეგრის აგდებენ?
16-05-2024, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის თასის მოგების შემდეგ იუვენტუსში დიდი დაძაბულობა და ქაოსი იყო, რაც მასიმილიანო ალეგრის კრისტიანო ჯუნტოლისთან და სპორტულ ჟურნალისტთან დაპირისპირებამ გამოიწვია.

ალეგრიმ ჯერ იუვენტუსის სპორტული დირექტორი გამოლანძღა, თანაც საჯაროდ, შემდეგ კი Tuttosport-ის რედაქტორს ფიზიკურად დაემუქრა.

ცხადია, ალეგრის ამ საქციელებმა იუვენტუსის საიმიჯო სახე შელახა, რის გამოც დიდია შანსი იმისა, რომ "მედმაქსი" იუვედან დაუყოვნებლივ გაუშვან.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი იუვენტუსიდან სეზონის ბოლოს ისედაც მიდიოდა, თუმცა ახლა ელიან, რომ მას დაჩქარებული წესით მოხსნიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი