ბიძინა ბარათაშვილი დინამოში ჩაშლილ ტრანსფერზე: "მას ლა ლიგაში უთამაშია" » სპორტის ხაზი

ბიძინა ბარათაშვილი დინამოში ჩაშლილ ტრანსფერზე: "მას ლა ლიგაში უთამაშია"

ბიძინა ბარათაშვილი დინამოში ჩაშლილ ტრანსფერზე: "მას ლა ლიგაში უთამაშია"
16-05-2024, 19:26
Aa Aa
გაზიარება:

"საგოლე გადაცემაში" ბიძინა ბარათაშვილმა დინამოში ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

"პირადად მქონდა კომუნიკაცია "დინამო თბილისთან“, გონსალო ესკალანტეს შესაძლო ტრანსფერზე. პატრიციო ტეუბალი, რომელიც "პალერმოს“ სპორტული დირექტორი იყო, ჩემი ახლო მეგობარი და "ბოკა ხუნიორსის“ წრეში მიღებული კაცია. ესკალანტე მაშინ სწორედ "ბოკაში“ თამაშობდა და პატრიციომ მითხრა, რომ საქართველოში გადმობარგებაზე თანახმა იქნებოდა, თუკი სათანადო ხელფასს გადაუხდიდნენ.

მათი პირობები "დინამოს“ ხელმძღვანელობას გავაცანი და რა უნდა მოეთხოვა განსაკუთრებული 20-22 წლის ბიჭს, მაგრამ აქ ეს პირობები არ მოეწონათ და ტრანსფერი ჩაიშალა. სამაგიეროდ, მოეწონა "ეიბარს“ და დღემდე ტოპ 5 ჩემპიონატიდან ორს შორის მოგზაურობს. ცოტა ხნით იყო "ლაციოში“, ახლა კი ისევ ლა ლიგაში დაბრუნდა.

მესმის, რომ ესკალანტე რედონდო არაა, ეს ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩამოყავთ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ ევროტურნირების განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან,"
- თქვა ბარათაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი