მამარდაშვილზე ნადირობა დაიწყო - ქართველი მეკარით გრანდები ინტერესდებიან » სპორტის ხაზი

მამარდაშვილზე ნადირობა დაიწყო - ქართველი მეკარით გრანდები ინტერესდებიან

მამარდაშვილზე ნადირობა დაიწყო - ქართველი მეკარით გრანდები ინტერესდებიან
2-05-2024, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში მორიგ დამაჯერებელ და სტაბილურ სეზონს ატარებს, რის გამოც მის მიმართ ინტერესს არაერთი მსოფლიო დონის გრანდი იჩენს.

მაგალითისთვის, როგორც ესპანურმა Fichajes-მა დაწერა, ქართველი მეკარის გადაბირებას მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის ატლეტიკო და მიუნხენის ბაიერნი ცდილობენ.

მანჩესტერ იუნაიტედი - "ანდრე ონანა სტაბილური არ არის, რაც გუნდის ხელმძღვანელობამ კარგად იცის. მან მანჩესტერის რიგებში არაერთი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ჩანაცვლებაზე ფიქრი უკვე დაწყებულია. ინგლისური კლუბის მესვეურები მიიჩნევენ, რომ გიორგი მამარდაშვილს ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია."

ატლეტიკო მადრიდი - "ატლეტიკომ ყველას დაასწრო და გიორგისადმი ინტერესი პირველმა გამოხატა. გიორგის შეუძლია, რომ სიმეონეს გუნდში საკვანძო როლი მიიღოს. იმის გათვალისწინებით, რომ ობლაკი წასვლის გზას ადგას, ატლეტიკოსა და გიორგის თანამშრომლობა მართლაც რეალურია."

მიუნხენის ბაიერნი - "მანუელ ნოიერი უკვე ასაკშია და მალე გუნდს დაემშვიდობება, მიუნხენელთა მიზანი კი მაღალ დონეზე სტაბილურად ასპარეზობაა. მათ მიაჩნიათ, რომ გიორგი მამარდაშვილს ნოიერის გზის გაგრძელება შეუძლია", - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი