"შესანიშნავი მატჩი ჰქონდა", - რას ამბობს ერნესტო ვალვერდე მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"შესანიშნავი მატჩი ჰქონდა", - რას ამბობს ერნესტო ვალვერდე მამარდაშვილზე

"შესანიშნავი მატჩი ჰქონდა", - რას ამბობს ერნესტო ვალვერდე მამარდაშვილზე
30-10-2023, 13:01
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მე-10 ტურში "ბილბაო" "ვალენსიას" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

2 გაშვებული გოლის მიუხედავად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. "ღამურების" მეკარის ანგარიშზე 5 სეივი იყო, თანაც მათგან რამდენიმე ძალიან რთული და ეფექტური.

შეხვედრის შემდეგ ბასკების თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ჩვენებური კიპერი შეაქო:

"უნაი სიმონი კარგ ფორმაშია და კარგი მატჩიც ჰქონდა. მომწონს, როდესაც ჩვენს მეკარეს ბევრი საქმე არ აქვს, თუმცა თუ თამაშში ჩართვა დასჭირდება, დამაჯერებელი უნდა იყოს. დღეს ორივე მეკარე ჩინებულად გამოიყურებოდა - გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავი თამაში ჰქონდა", - განაცხადა ვალვერდემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი