ყოფილმა გოლკიპერმა მიგელ ანხელ მოიამ, COPE-სთან ინტერვიუში ვალენსიას ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ გიორგის შესახებ კითხვა ცალკე დამისვით. ჩემი აზრით, ვალენსიამ მისი შეძენით ბოლო წლებში საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა ბაზარზე. მესმის, რომ თუ ასე გააგრძელა თამაში, მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, მაგრამ კლუბმა აქამდე ყველაფერი სწორად გააკეთა, ხელშეკრულების გახანგრძლივების ჩათვლით.
ვფიქრობ, მამარდაშვილი ახლა ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, 23-წლამდელ მეკარეთა შორის ის და პორტუს დიოგო კოშტა მომწონს ყველაზე მეტად. გიორგი ტიბო კურტუას მაგონებს, მასაც საოცრად გრძელი კიდურები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალია, დაბალ ბურთებზეც კარგად თამაშობს. ის მუდმივად მონდომებულია, რისკიანია და დომინანტური. გიორგი ჩემს ფენტეზი გუნდში მყავს და ამით ყველაფერია ნათქვამი".
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში "ვალენსიას" ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ღამურებს" 12 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვთ და მეათე ადგილზე არიან.