კილიან მბაპეს ნეიმარის თავიდან მოშორება სურს - რა ხდება ფრანგულ კლუბში? » სპორტის ხაზი

კილიან მბაპეს ნეიმარის თავიდან მოშორება სურს - რა ხდება ფრანგულ კლუბში?

კილიან მბაპეს ნეიმარის თავიდან მოშორება სურს - რა ხდება ფრანგულ კლუბში?
29-09-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული მედიის ცნობით, კილიან მბაპესა და ნეიმარს შორის ურთიერთობა კრიტიკულად გაუარესდა. საქმე ისაა, რომ "პსჟ-სთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებით, კილიან მბაპე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა, რაც ნეიმარისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა და როგორც L'quipe იტყობინება, ბრაზილიელსა და ფრანგს შორის ურთიერთობა საშინლად დაძაბულია.

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ნეიმარს მბაპეს თავგასულობა აღიზიანებს, რომელიც ფრანგმა კლუბთან გაფორმებული უპრეცედენტო კონტრაქტის წყალობით მოიპოვა, კილიანს კი, ბრაზილიელის თავიდან მოშორება სურს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ მბაპე თანახმაა კლუბმა ნეიმარი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შარშან ისმოდა ნეიმარის სატრანსფერო ჭორებზე, ბრაზილიელი კლუბში მაინც დარჩა, ახლა კი ნეიმარი დარწმუნებულია, რომ გასულ წელს მბაპემ მის გასაყიდად ყველაფერი გააკეთა.

კილიან მბაპესა და ნეიმარს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა აგვისტოში გამართულმა მატჩმა, რომელიც გუნდმა "მონპელიეს" წინააღმდეგ გამართა. აღსანიშნავია, რომ "პსჟ-სთვის" პირველი დანიშნული პენალტი მბაპემ ვერ გამოიყენა, ხოლო მეორე დანიშნული პენალტის შესასრულებლად ბურთთან ბრაზილიელი მივიდა, რომელსაც ფრანგმა ბურთის დათმობა სთხოვა, ნეიმარმა კი მბაპე უარით გაისტუმრა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრების დროს, მატჩის შემდგომი ინტერვიუს მიმდინარეობისას ნეიმარს კილიან მბაპე უხსენეს, ბრაზილიელმა ტერიტორია მაშინვე დატოვა, ხოლო მბაპემ ის თქვა, რომ საფრანგეთში უფრო თავისუფალი და ბედნიერია, ვიდრე კლუბში ნეიმართან ერთად.

მოკლედ, აშკარაა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე საფეხბურთო დუოს პრობლემები აქვს და არ გამოვრიცხოთ, რომ ნეიმარმა პარიზული გუნდი უახლოეს მომავალში მართლაც დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი