ირლანდია სანიოლს კვლავ უცდის - ვილი ახალ ნაკრებში იმუშავებს? » სპორტის ხაზი

ირლანდია სანიოლს კვლავ უცდის - ვილი ახალ ნაკრებში იმუშავებს?

ირლანდია სანიოლს კვლავ უცდის - ვილი ახალ ნაკრებში იმუშავებს?
28-04-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ ირლანდიის ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში იყო, მათთვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ვილი სანიოლია.

The Irish Sun-მა დაწერა, რომ ირლანდიელები საქართველოს ამჟამინდელ მწვრთნელს დღემდე ელოდებიან და სიჩქარეს არ აპირებენ.

გამოცემის მტკიცებით, სანიოლი ევრო 2024-მდე არსად არ წავა და მთავარ ფორუმზე საქართველოს ნაკრებთან ერთად წარდგება, შემდეგ კი ფრანგი ახალ წინადადებებს განიხილავს.

ირლანდია ორ ამხანაგურ შეხვედრას უნგრეთთან და პორტუგალიასთან გამართავს, სადაც მათი დამრიგებელი ჯონ ოში იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.