გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა, თანაც მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 3:0.
ქართველი მეკარე კარში ძალიან დამაჯერებელი იყო, 3 სეივი გააკეთა და კარი მშრალად შეინახა.
საინტერესოა, თუ რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა Sofascore-ს მიხედვით - ის კლუბში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მამარდაშვილმა 7.4 შეფასება მიიღო, რითიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ მამარდაშვილის გუნდს 3 მოგება აქვს და 9 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.