ესპანური მედია: "ვალენსიაში მამარდაშვილს ამ კომპონენტის დახვეწაზე ამუშავებენ" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: "ვალენსიაში მამარდაშვილს ამ კომპონენტის დახვეწაზე ამუშავებენ"

ესპანური მედია: "ვალენსიაში მამარდაშვილს ამ კომპონენტის დახვეწაზე ამუშავებენ"
26-10-2023, 17:11
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის დიდ პოტენციალში ეჭვი ევროპულ ფეხბურთში თითქმის აღარავის არ ეპარება, თუმცა მისი თამაში პატარ-პატარა დეტალების გამოსწორებას მაინც საჭიროებს.

სწორედ ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა plazadeportiva და იტყობინება, რომ "ვალენსიაში" გიორგის ერთი კონკრეტული კომპონენტის გამოსწორებაზე ამუშავებენ.

როგორც ირკვევა, "ღამურები" ახლა გიორგის მაღალ ბურთებზე გამოსვლის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. გასულ სეზონში, ჯენარო გატუზო მამარდაშვილისგან ფეხით თამაშის დახვეწას ითხოვდა, თუმცა, როგორც ჩანს, პრიორიტეტები შეიცვალა.

პრესაზე დაყრდნობით, მამარდაშვილს მაღალ ბურთებზე თამაშში სიმაღლე ხელს უწყობს, თუმცა ბოლომდე დამაჯერებელი მაინც ვერაა, "ღამურები" კი ამის გაუმჯობესებას ეცდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი