ესპანური მედია: "მამარდაშვილის თაობაზე ყველაზე დიდ ინტერესს ეს გუნდი იჩენს" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: "მამარდაშვილის თაობაზე ყველაზე დიდ ინტერესს ეს გუნდი იჩენს"

ესპანური მედია: "მამარდაშვილის თაობაზე ყველაზე დიდ ინტერესს ეს გუნდი იჩენს"
30-10-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი უკვე დიდი ხანია, ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშაა, თუმცა, ჯერჯერობით, ტრანსფერი არ შედგა.

ესპანური მედია იტყობინება, რომ ქართველი კარის დარაჯის მიმართ ამჟამად ყველაზე დიდ ყურადღებას მადრიდის "ატლეტიკო" იჩენს:

"მამარდაშვილი "ვალენსიას" მთავარი ვარსკვლავია, ხოლო "როხიბლანკოს" ძალიან სურს, ის თავის რიგებში იხილოს, თუმცა ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

მთავარი იან ობლაკია - გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე სხვა გუნდში სათადარიგო სკამზე დასაჯდომად არ გადავა, შესაბამისად, მისი ტრანსფერი ობლაკის წასვლაზეა დამოკიდებული. ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება, როდესაც სლოვენიელი მეკარის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სავარაუდოდ, "ატლეტიკო" მზად უნდა იყოს ობლაკი 50 მილიონად გაყიდოს, რაც გიორგის შესაძენად სრულიად საკმარისი თანხა იქნება",
- წერს El Gol Digital.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.