"ვალენსიას" მწვრთნელი: "მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა" » სპორტის ხაზი

"ვალენსიას" მწვრთნელი: "მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა"

"ვალენსიას" მწვრთნელი: "მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა"
24-10-2023, 13:42
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის გასულ ტურში "ვალენსიამ" "კადისი" 2-0 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე ლამაზი და მნიშვნელოვანი სეივიც გააკეთა.

მატჩის შემდეგ "ღამურების" თავკაცმა ხორხე ბარეხამ ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"მამარდაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არის მატჩები, როდესაც მეკარის დახმარება გჭირდება და ეს ერთ-ერთი მათგანი იყო, ხოლო მამარდაშვილმა ამ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვა თავი. მან მატჩის ბოლო წუთებში 2:1-ს დაძაბულობას თავი აგვარიდა, თუმცა მე-80 წუთამდე არც ისე ბევრი საქმეც არ ჰქონია.

გიორგიმ პროგრესი უნდა განაგრძოს, ამაში კი სათამაშო პრაქტიკა დაეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ასაკიც, მას დიდი მომავალი აქვს",
- განაცხადა მამარდაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი