VIDEO: ზედიზედ 51-ე მატჩი ლა ლიგაში - გიორგიმ "ვალენსია" წაგებას გადაარჩინა » სპორტის ხაზი

VIDEO: ზედიზედ 51-ე მატჩი ლა ლიგაში - გიორგიმ "ვალენსია" წაგებას გადაარჩინა

VIDEO: ზედიზედ 51-ე მატჩი ლა ლიგაში - გიორგიმ "ვალენსია" წაგებას გადაარჩინა
8-10-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატში „მალიორკას“ ესტუმრა და ურთულეს დაპირისპირებაში ქულის მოპოვება შეძლო – 1:1.

ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში ანგარიში მალიორკამ მე-5 წუთზე გახსნა. ვედატ მურიკის გადაცემით დანიელ როდრიგესმა ისარგებლა და ზუსტად დაარტყა.

45+3-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა ეფექტური შეტევით აღადგინეს. ამჯერად ასისტენტი ტიერი კორეა იყო, მასპინძლებს კი დიეგო ლოპესმა გაუტანა – 1:1.

55-ე წუთზე მალიორკას მეორეს გატანაც შეეძლო, თუმცა საქმეში გიორგი მამარდაშვილი ჩაერია და გუნდი გოლისგან იხსნა. გატანას ვედატ მურიკი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ცდილობდა.

ვალენსიამ 9 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. გიორგი მამარდაშვილმა კი ლა ლიგაში უკვე ზედიზედ 51-ე მატჩი ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.