მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს ნაპოლის უკავშირებდნენ, აღმოჩნდა, რომ იტალიელი სპეციალისტი სამუშაოდ კვლავ პრემიერ ლიგაში ბრუნდება.
Sky Sport-მა დაწერა, რომ კონტე ჩელსის სამიზნეა, რომელიც აპირებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პოჩეტინო სწორედ იტალიელით ჩაანაცვლოს.
რაც შეეხება ნაპოლის, იწერება, რომ აურელიო დე ლაურენტისისთვის ახლა ფავორიტთა სიაში სტეფანო პიოლი დაწინაურდა, რომელიც ამჟამად მილანს წვრთნის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიოლი მილანს სეზონის ბოლოს უნდა დაემშვიდობოს, დე ლაურენტისი კი სცენარის ასეთ განვითარებას ელოდება, რათა 2024/2025 წლების სეზონიდან ნაპოლი სწორედ პიოლიმ გაწვრთნას.