"ვალენსია" თამაშს ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა" - ვინისიუსი უკმაყოფილებას გამოხატავს » სპორტის ხაზი

"ვალენსია" თამაშს ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა" - ვინისიუსი უკმაყოფილებას გამოხატავს

"ვალენსია" თამაშს ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა" - ვინისიუსი უკმაყოფილებას გამოხატავს
15-10-2023, 00:15
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან რასიზმის შესახებ ისაუბრა და "ვალენსიასთან" მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"თუ რასიზმს მარტო შევებრძოლები, დავმარცხდები. მაგრამ როდესაც გვერდით ისეთი დიდი ადამიანები მიდგანან, როგორებიც ბრაზილიის პრეზიდენტი, უეფას პრეზიდენტი, მბაპე, ნეიმარი და რიო ფერდინანდი არიან, დისკრიმინაციასთან ბრძოლას აზრს იძენს.

შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ფეხბურთელები საკმარისზე მეტს ვაკეთებთ, ახლა პასუხისმგებლობა ჩემპიონატების ბოსებმა უნდა აიღონ.
თუნდა ვალენსიაში, იქ ადამიანები მოთამაშეებს შეურაცხყოფენ, მატჩების ჩატარებას ისე განაგრძობენ, თითქოს არაფერი მომხდარა, ქულების ჩამოკლებაზეც კი საუბარი ზედმეტია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

ვფიქრობ, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ რასისტებს ღიად საუბრის შეეშინდეთ. მეტი ურთიერთგაგებაა საჭირო"
- განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი