ევროპული პრესა: "მამარდაშვილი "ვალენსიას" მხსნელად მოევლინა" » სპორტის ხაზი

ევროპული პრესა: "მამარდაშვილი "ვალენსიას" მხსნელად მოევლინა"

ევროპული პრესა: "მამარდაშვილი "ვალენსიას" მხსნელად მოევლინა"
24-09-2023, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ალმერიას" დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში ფრედ, 2-2 ითამაშა.

მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, მამარდაშვილი "ღამურების" შემადგენლობაში ცალსახად საუკეთესო იყო - ქართველის ანგარიშზე 8 სეივი იყო, საიდანაც რამდენიმე ძალიან რთულად შესასრულებელი და მნიშვნელოვანი გახლდათ.

ქართველის თამაში უყურადღებოდ არ დატოვებულა ევროპულ პრესაში:

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" მხსნელად მოგვევლინა. მას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი და ურთულესი სეივი ჰქონდა, საბოლოო ჯამში კი გიორგის ფაქტორი "ვალენსიას" ძალიან დაეხმარა ქულის აღებაში", - As.

"ვალენსიამ მარცხი მამარდაშვილის ბრწყინვალე შეხვედრის წყალობით აირიდა. გუშინ საღამოს გიორგი ფენომენალური იყო",
- L’Equipe.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი