ზლატანი: "იტალიური სპორტული სამართალი სამარცხვინოა" » სპორტის ხაზი

ზლატანი: "იტალიური სპორტული სამართალი სამარცხვინოა"

ზლატანი: "იტალიური სპორტული სამართალი სამარცხვინოა"
3-05-2024, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლეგენდამ ზლატან იბრაგიმოვიჩმა "იუვენტუსის" სკუდეტოებზე და იტალიურ სპორტულ სამართალზე ისაუბრა.

"ყოველთვის ვიტყვი, რომ ის 2 სკუდეტო, რომელიც წამართვეს ჩემია. როგორაა შესაძლებელი, რომ 2 ტიტული წაართვა კლუბს და აქედან 1 სხვას მისცე. ან რატომ უნდა დათანხმდე ოქროს მედალს მაშინ, როცა ჩემპიონს დისკვალიფიკაცია მისცეს თან ცხვირწინ უფრიალო და უთხრა, მე მოვიგეო. ამისი სურვილი ნამდვილად არ მექნებოდა.

"განსაკუთრებით მაშინაა ამ ვითომ მოგების მიწერა სამარცხვინო, როცა ყველაფერი ნათელი გახდა და უდანაშაულობა დამტკიცდა, თუმცა სად არის ტიტულები?

"ხალხი ხშირად მეკითხებოდა შევამჩნიე თუ არა, რომ მსაჯები უცბად კარგები გახდნენ, მაგრამ ჩემი პასუხი არ არის. მე ვამჩნევდი, რომ ყველაზე ძლიერები ვიყავით მოედანზე. მხოლოდ ამიტომ მოვიგეთ.

"როცა ტურინში "იუვეს" მუზეუმს ვნახულობ და სკუდეტოს რაოდენობად 38 წერია, ვიცი, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. იტალიური სპორტული სამართალი სამარცხვინოა.", - განაცხადა ზლატანმა.

ცნობისთვის, 2006 წელს "იუვენტუსს" მსაჯების მოსყიდვის ბრალდებით 2 სკუდეტო ჩამოართვეს და ერთი "ინტერს" მისცეს. რამდენიმე წლის შემდეგ მათი უდანაშაულობა დამტკიცდა, თუმცა ტიტულები არავის დაუბრუნებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი