ევროპა ლიგის ნახევარფინალში, "ლევერკუზენთან" 0:2 მარცხის შემდეგ, "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, დანიელე დე როსიმ მატჩზე ისაუბრა:
"საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რამდენად ძლიერია ლევერკუზენი. პირველ ტაიმში სწორედ იმ სტილით ვითამაშეთ, რომელიც საჭირო იყო - მათი კონტრშეტევებისგან თავი უნდა დაგვეცვა. გოლის გატანა ვერ შევძელით, მაშინ კი, როცა ანგარიშს ასეთი გუნდი ხსნის, მის წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო რთულდება.
ვაცნობიერებთ, რომ ფინალში გასასვლელად, მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით სტუმრად უნდა მოვუგოთ გუნდს, რომელიც ამ სეზონში ჯერ არ დამარცხებულა. შეტევაზე ფიქრი უფრო მეტად მოგვიწევს.
ბოლო წუთამდე ვითამაშებთ ისევე, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ - დამატებით დროში გოლის გატანის რეალური შანსიც გვქონდა.'' - თქვა დე როსიმ.