FICHAJES: პრემიერ ლიგური გრანდი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის » სპორტის ხაზი

FICHAJES: პრემიერ ლიგური გრანდი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის

FICHAJES: პრემიერ ლიგური გრანდი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის
20-09-2023, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა ეს სეზონიც ქართველმა კარის დარაჯმა "ვალენსიას" რიგებში დაიწყო.

მიუხედავად ამისა, სპეკულაციები არ წყდება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე, რადგან შეიძლება მამარდაშვილი ზამთარში გაიყიდოს.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ცნობილი ესპანური გამოცემა Fichajes იტყობინება, რომ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ამზადებს ლონდონის "ჩელსი".

როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" მზად არიან ქართველის სანაცვლოდ "ღამურებს" 40 მილიონი ევრო გადაუხადონ. "ჩელსის" გარდა მამარდაშვილის გადაბირება პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.