La Repubblica-ს სპორტულმა კომენტატორმა, ანტონიო კორბომ სერია A-ს მე-18 ტურის მატჩზე, ნაპოლი-იუვენტუსის მომავალ შეხვედრაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია “სამპდორიას” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 62 წუთი დაჰყო და ამ დროის მანძილზე რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც ჰქონდა.