"კვარასა და დი ლორენცოს ერთი თხოვნით ვერ მივმართავ" | ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"კვარასა და დი ლორენცოს ერთი თხოვნით ვერ მივმართავ" | ლუჩანო სპალეტი

"კვარასა და დი ლორენცოს ერთი თხოვნით ვერ მივმართავ" | ლუჩანო სპალეტი
21-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტს დღის მიწურულს, 23:55-ზე გერმანიაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაუპირსპირდება.

აღნიშნულ მატჩამდე ნაპოლის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საკითხი მიმოიხილა:

"აინტრახტი კარგი გუნდია, მათ ჩვენზე ოდნავ მეტი გამოცდილება აქვთ. რას ველი ჩემი გუნდისგან? - ისეთივე თამაშს, როგორსაც შიდა ჩემპიონატში ვაჩვენებთ. ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი მათი პროფესიონალური დამოკიდებულების შესახებ."

"ნაპოლიში ყველა ფეხბურთელს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას იგივეს ვერ მოვთხოვ, რასაც ჯოვანი დი ლორენცოს ვთხოვდი, ისინი განსხვავებული სტილისა და პროფილის ფეხბურთელები არიან."

"აინტრახტი ბურთით როცა იქნება, ჩვენ დაცვაში მთელი გუნდით ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ვიმედოვნებ, რომ ისეთივე ნაპოლის ხილვას შეძლებთ, როგორის მოლოდინიც გაქვთ."
- თქვა 63 წლის სპეციალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი