"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის ახალი კერპია" | ესპანური Marca ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის ახალი კერპია" | ესპანური Marca ქართველზე წერს

"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის ახალი კერპია" | ესპანური Marca ქართველზე წერს
21-02-2023, 19:36
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემამ, კერძოდ Marca-მ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღნა და აღნიშნა, რომ კვარა ნეაპოლის ახალი კერპია:

"ხვიჩა კვარაცხელიას დიეგო მარადონას გვერდით აყენებენ, ეს პატარა მოვლენა სულაც არაა. ფაქტობრივად, ქართველს მსგავსი შედარებისთვის ლეგიტიმურობის მისანიჭებლად მხოლოდ ნახევარი სეზონი დასჭირდა და ლოგიკურია, რომ ნეაპოლში მას კვარადონას ეძახიან. იტალიის სამხრეთში მდებარე ტემპერამენტიან და ემოციით აღსავსე ქალაქს 30 წლის შემდეგ ახალი კერპი ჰყავს, ის ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი სახით, თქვენ ხედავთ ფეხბურთელს, რომელსაც ნაპოლი სკუდეტოსკენ და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ტიტულამდეც კი მიჰყავს."

"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ფენომენალურ სეზონს ატარებს და დიდი ალბათობით, მალე მის შესაძენად გამოყოფილი 100 მილიონი ევრო არც თუ საკმარისი იქნება."
- წერს Marca

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას დღეს, 23:55-ზე გამართავს, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი