სიომინი: “კვარაცხელიამ იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა” » სპორტის ხაზი

სიომინი: “კვარაცხელიამ იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა”

სიომინი: “კვარაცხელიამ იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა”
20-02-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ ასპარეზობას, განსაკუთრებით ბოლო შეხვედრაში, “სასუოლოს” წინააღმდეგ გატანილ ულამაზეს გოლს იური სიომინი, მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი თავკაცი ეხმაურება. რუსმა სპეციალისტმა Sport24-თან ისაუბრა:

"ქართველის მორიგი რეკორდებით ვხარობთ. კვარაცხელია ყოველ მატჩში სულ უფრო უკეთ და უკეთ თამაშობს, თუმცა ჩანს, რომ მისთვის ყველაფერი რთულდება, მაგრამ ყოველ ჯერზე გოლების გასატანად ვარიანტებს პოულობს.

გუშინ სასუოლოსთან ხვიჩა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიჭრა და იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა. ქართველმა გოლი მესის მსგავსად გაიტანა? არა, მან გაიტანა, როგორც კვარაცხელიამ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი