"ისეთ სიურპრიზს მოგიწყობთ, იტალიაში აღარც ჩამოხვალთ" - ნეაპოლელი ფანების პასუხი აინტრახტის ფანების პოსტს » სპორტის ხაზი

"ისეთ სიურპრიზს მოგიწყობთ, იტალიაში აღარც ჩამოხვალთ" - ნეაპოლელი ფანების პასუხი აინტრახტის ფანების პოსტს

"ისეთ სიურპრიზს მოგიწყობთ, იტალიაში აღარც ჩამოხვალთ" - ნეაპოლელი ფანების პასუხი აინტრახტის ფანების პოსტს
21-02-2023, 10:42
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ აინტრახტის ფანებმა ნაპოლის ფეხბურთელების შესახებ დაწერეს, რომ მათი დამარცხება გერმანულ გუნდს ძალიან გაუადვილდება.

ამ ამბის შესახებ ჩვენმა გვერდმა სტატიაც შემოგთავაზათ.

გერმანელთა ფანებს ჰქონიათ, რომ ბარსელონა მონაგონი იქნება, აინტრახტი ისეთ ამბებს დაატრიალებს ნაპოლისთან. ბუნებრივია, რომ "ნეაპოლელთა" რეაგირება ამას უარყოფითად მოჰყვა. დახურულ ჯგუფში ნაპოლის ფანებმა სიტყვები არ დაიშურეს აინტრახტის წინააღმდეგ. ვხვდებით ასეთ პოსტსაც:

"აი მე კი ვფიქრობ, რომ გერმანიაშივე 4 ან 5 გოლს გაგიტანთ. უბრალოდ უშანსოდ ხართ ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენა რ ვიცით და არც გვაინტერესებთ, რა მოხდა ბარსელონასთან, თუმცა ჩამოდით აქ და განახებთ ჩვენს ძალასაც. თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანიაში ისეთ სიურპრიზს მოგიწყობთ, აქ ჩამოსვლა აღარ გენდომებათ", - წერს "ნაპოლის" გაცხარებული ფანი.

ამ პოსტს კომენტარებიც მოჰყვა:

"ნეტავ რისი ან რისი იმედი აქვთ, რომ იმუქრებიან?"

"მათ კვარას შესახებ არაფერი იციან?"

"გილოცავთ მეოთხედფინალში გასვლას!"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.