"ხვიჩა კვარაცხელია არიენ რობენს გვაგონებს" | აინტრახტის ანალიტიკოსი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია არიენ რობენს გვაგონებს" | აინტრახტის ანალიტიკოსი

"ხვიჩა კვარაცხელია არიენ რობენს გვაგონებს" | აინტრახტის ანალიტიკოსი
20-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩს ხვალ, გერმანიაში ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 23:55-ზეა ჩანიშნული.

ხვალინდელი მატჩის დაწყებამდე გერმანელებმა ნეაპოლურ გუნდს მცირედი ანალიტიკური ვიდეო მიუძღვნეს, სადაც მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გარკვეულ მონაკვეთში, ფრანკფურტელთა ანალიტიკოსი, ნიკლას ზანდერი ხვიჩა კვარაცხელიას სხვა დანარჩენი შემტევებისგან გამოარჩევს და დასძენს, რომ ქართვეელი ლეგენდარულ ნიდერლანდელს, არიენ რობენს ჰგავს:

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მისი დრიბლინგები კი გასაოცარი. თითქოს, რაღაცით ქართველი არიენ რობენს მაგონებს. შესაძლოა, ხვიჩა რობენივით სწრაფი არ არის, მაგრამ მისი ბურთის კონტროლი უბრალოდ უზადოა. მას შეუძლია, რომ საკმაოდ მჭიდრო მონაკვეთში ბურთს მოძრაობა რადიკალურად შეაცვლევინოს, სიღრმიდან ცენტრში შეიწიოს და კარში ზუსტად დაარტყას. განსაკუთრებით სახიფათოა მომენტი, როდესაც კვარაცხელია გადაცემას ოსიმენის მიმართულებით აკეთებს, რადგან ეს დუეტი ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეულია." - თქვა ზანდერმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი